Thursday, April 25, 2013

სასწავლო პროექტი:დავიცვათ ბუნებრივი რესურსები


პროექტის სახელწოდება: ბუნებრივი რესურსების დაცვა.

პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეებმა შეძლონ ბუნებრივი რესურსების მოვლა, გაფრთხილება და აღდგენა.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები თვალნათლივ დაინახავენ ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობას ადამიანისთვის.

პროექტის მიზნები: ბავშვებმა შეისწავლონ  ბუნებრივი რესურსების დაზოგვა.

მონაწილეთა ასაკი: 11-12წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან ბუნებრივი რესურსების ეკონომიური გამოყენების გზებს, გაუფრთხილდებიან მცენარეებს, არ დაამტვრევენ ტოტებს, არ დააბინძურებენ მდინაარეებს და გარემოს.

 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პლაკატები, ბუკლეტების მოსამზადებლად ფანქრები და ფერადი ქაღალდები, ინტერნეტში მოძიებული მასალები.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
v  მოსწავლეები დაამზადებენ ნახატებით გაფორმებულ პლაკატს, სახელწოდებით „გავუფრთხილდეთ ბუნებას“ და გამოაკრავენ, დერეფანში თვალსაჩინო ადგილას.
v  მოსწავლეები ჩამოწერენ ბუნებრივი რესურსების დაზოგვის ხერხებს, გაამრავლებენ რამდენიმე ეგზემპლარად და გაავრცელებენ უმცროს კლასებში.
v  მოსწავლეები ცხრილის სახით ჩამოწერენ ოჯახის მიერ მოხმარებულ ბუნებრივ რესურსებს და მათი ეკონომიური გამოყენების გზებს.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნებისმეტყველება.

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ჟუჟუნა ვახტანგიშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: jvaxtanishvili@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:janava17.blogspot.com                  




No comments:

Post a Comment